,,ჩემთან სიცოცხლე მოვიდა"


ჩემთან სიცოცხლე მოვიდა...
ვარსკვლავივით კაშკაშა... მზესავით მნათობი... მოციმციმე, მომღიმარი სახით შემომყურებდა... მის ირგვლივ ყველაფერი ძლიერ ასხივებდა და ბრწყინავდა...
მის წინ ვიჯექი თეთრი კედლის კუთხესთან, შავი ტანისამოსით და ჩაშავებული თვალებით.
- მოვედი,  დამიძახა მან.
ყურადღება არ მიმიქცევია, თავი დავხარე და ჩემს ქვევით დაგებულ იატაკს შევცქეროდი, რომელიც გაშავებულიყო.
- მე მოვედი, კვლავ გაიმეორა მან.
მაღლა ავიხედე.
-მელოდი? შემეკითხა მან.
ხმა არ გამიცია, ყურებას განვაგრძობდი.
ხელი გამომიწოდა და მითხრა
- გცივა?
უარის ნიშნად თავი გავაქნიე.
- სამოთხეში არასდროს ცივა, წამოდი ჩემთან ერთად.მითხრა მან.
გამეცინა და ვუთხარი
-მეგონა ჯოჯოხეთში მოვხვდებოდი.
-მაგრამ შენ ხომ მე მელოდი?
-რისთვის მოხვედი?
-რადგან შენ გსურდა...
- მე სიკვდილი მსურდა... განა ასეთი ადამიანები ჯოჯოხეთში არ ხვდებიან?
- არა, შენ არ გსურდა სიკვდილი, შენ სიცოცხლე გსურს.
-სიცოცხლე?
-ჰო... მომეცი ხელი.
კვლავ მითხრა მან
-სიცოცხლე არ მსურს... უბრალოდ მინდა, რომ მოვკვდე...
- მომეცი ხელი.
დაჟინებით მოითხოვდა.
- რატომ?
- უბრალოდ მენდე.
ისეთი ნაზი და მშვიდი ხმით მითხრა.
ხელი გავუწოდე... მან ხელზე რაღაც ამოტვიფრა.
- ეს რა არის?
- იცოცხლე... რადგან სიცოცხლე არის სწორედ სამოთხისკენ მისავალი გზა.
გამიკვირდა, შევცბი.
- კი მაგრამ, შენ ხომ ჩემ სამოთხეში წასაყვანად მოხვედი აქ?
- არა... შენ ჯერ არ გიცხოვრია.
- რა?
სულ დავიბენი.
 -სამოთხეში წასაყვანად მაშინ მოვალ, როდესაც იცოცხლებ, რათა იცხოვრო.
თეთრ-მოცისფრო კართან მიდიოდა, თან კი უკან იხედებოდა.
თვალს ვერ ვაშორებდი  ისეთი ლამაზი და მნათობი იყო.
კარი გააღო და ძლიერ გაიხურა.
თურმე სიცოცხლეშივე არუცხოვრი სამოთხეშიც არ სდომებიათ....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი