The Summer That Was First and Last
,,პირველი და უკანასკნელი ზაფხული" ცხელი ზაფხული იყო... აგვისტოს თვე. მე და ჩემა შეყვარებულმა სანპიროზე გასვლა რომ გადავწყვიტეთ, სილაზე ჩამოვჯექით და ხელები მჭიდროდ ჩავჭიდეთ ერთმანეთს. გარშემო არავინ იყო და სრული სიმშვიდე იყო... სანპიროს ხმა ისე მშვიდად ისმოდა... -რა ლამაზია აქაურობა ვთქვი მე მან შემომხედა და მითხრა -ჰო... ძალიან ლამაზია... -იცი? ცოლათ უნდა მოგიყვანო. სიცილით მითხრა მან. მე გამეცინა. -ასე ადვილი არ არის, ვუპასუხე მტკიცედ. -მაინც მოგიყვან ცოლათ. -ვნახოთ. ბედნიერებისაგან სახე გამწითლებოდა... თბილი, სრწფელი თვალებით შემომყურებდა. პაუზა. უეცრად ღიმილისახეზე შეაშრა და ჩაფიქრდა, ცრემლები წამოუვიდა. -ანიტა... -გისმენ...მხარზე ხელი ნაზად დავადე და მშვიდად ვუპასუხე. -მინდა შენნაირი ლამაზი გოგო გვყავდეს. -გვეყოლება ვუპასუხე მე მან კი ისეთი მტკივნეული თვალებით შემომხედა და გაიღიმა. -ჩვენ გოგონას კი მამასავით კეთილი და სიმპაიტიური ძმა ეყოლება.განვაგრძე და ხელები მჭიდროდ მოვხვიე. მანაც ძლიერ მომეხვია, თითქოს ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა ყოფილიყო. მზე უკვე ჩასული იყო, როდესაც წვიმამ დაიწყო. -წვიმს, წამოვიძახე და ფეხზე წამოვდექი. ის კვლავ სილაზე იჯდა და სანპიროს შეცქეროდა. -რას აკეთებ? ადექი, წავიდეთ... წვიმს. -მოდი, ცოტახნით დავრჩეთ. მაჯაზე ხელი მომკიდა და მითხრა. უარი ვერ ვუთხარი და მის გვერდით დავჯექი. -მოდი, დღეს არ დავიძინოთ... გავათენოთ. არაფერი მითქვამს, მხარზე თავი ნაზად დავადე. -დახუჭე თვალები - დავხუჭე. -ეხლა...წარმოიდგინე, ჩვენი მომავალი... ჩვენი შვილები... პატარა ხის სახლში ვცხოვრობთ სოფელში, როგორც ვოცნებობდით... სანპიროსთან ახლოს. ჩვენი შვილები მინდორზე თამაშობენ, შენ კი სამზარეულოში კერძებს ამზადებ. ჩვენი გოგონა ძალიან გგავს, შენაირი სათნო და ლამაზია... -ბიჭი კი შენ გგავს, მამასავით გულჩვილია. თავლებია არ გამიხელია... მან შემომხედა და თმა ყურზე ნელა და ფრთხილად გადამიწია. მე საუაბრი განვაგრძე... -მინდა ჩვენი ვაჟი შენ დაგემსგავსოს, კარგი პიროვნება იყოს... სამართლიანი,ძლიერი წრფელი, მზრუნველი. ნაზად გამიღიმა და თავი თავზე დამადო. ესე ჩახუტებულებს დაგვეძინა ჩვენ, ოცნებებში ჩაძირულებს სანპიროსთან. დილით, როდესც გავიღვიძე, კვლავ ჩახუტებულები ვიყავით...ხელები ჩაკიდებული გვქონდა...მზე კარგახნის ამოსული იყო...ნათლად ანათებდა მისი სხივებით გარემოს...შევამჩნიე რომ ნიკი ზედმეტად ჩუმათ იყო...უეცრად გონებაში რაღაცამ გამიელვა,გული შემეკუმშა...ავღელდი....თვალიდან ჩამოვარდნილი ცრემლი მის ხელზე დაეცა, მაგრამ მან ვერ იგრძნო. მისი ხელები ყინულივით ცივი და შავი იყო... ის ხელები, რომელიც სიცივის დროს თუ სითბოს დროს მათბობდა, გაშავებულიყო.იმ დილას მე გავიღვიძე ხოლო ნიკი სამუდამო ძილს მიეცა... იმდღეს ჩაქრა ის მნათობი მზე და ის მოკაშკაშე ვარსკვლავი ჩემში. იმ ზაფხულს ჩემთან ზამთარი დადგა, სუსხიანი ზამთარი....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი