გამოღვიძება
გამოუღვიძნია შინაგან ტანჯვას და დაუსერავს სული და გული საკუთარ თავთან ბაასობაში გამოუტანია დასკვნები რთული ამოსუნთქვაა მკვლელი და მღრღნელი ჩამოცვენილი ცრემლი მძივისა გულისფიცარზე ლოდად დამწვარი მარტოობაა აზრი ბოდვისა გამომჟღავნებას ცდილობს ეს სული იქ რაღაც ბნელი კი მის მოკვლას ლამობს რაღა დამრჩება ამ ცხოვრებაში თუ ყოველივე ტაჯვაში მახრჩობს სულის იარა როდი ხორცდება თანდაყოლილად გიმწარებს ყოფას ფიქრთა მორევში გადავარდნილსა გავავსებ მე ცარიელობას? კითხვებით გულმა სული გამოღრღნა ძილბურანში თუ ამ რეალობასა მარტვილობისთვინ კი გავჩენილვართ ნუ დავიკვეხნით კაც-ქალობასა სწორ დროსა ვიგრძნობ შვება-სუნთქვასა წამებულისა ჩემში ჩამალვას იმედიანად გულშეხვეული დაველოდები მე სიმშვიდესა კი გამოჩნდება იქ შორიახლოს ნათება ცისა მაღლა ბრჭყვიალა ადამიანი ადამიანისთვის იმედად მუდამ მარად დარჩება
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი