კაც-ქალობა


შესაწირად გამოგვზარდეს
წაგვაცალეს ვნება ჩვენი                
ვიღაც ვიღაც მიგვათხოვეს 
და წაბილწეს ნება ჩვენი

შენსა ნებას ვინღა უსმენს
ქალი ხარ და მონად დარჩი
არ გაიღო ერთი კვნესა
და არც ხმანი უღამღონი

სარკმელს იქით გამოხედავ 
ძუძუს აჭმევს ტანჯვითანი
ამა ხანში მასზე ვინმე
არიფიქრებს წამითანი

არ პატიობს ბრბოი მასა
სიტყვას ზედმეტ ნათქვამსაო
დაიბადე მხოლოდ მისთვინ
რომ ბალღები შვა-შობაო

და რა გინდა უთხრა მათაც
ჩაუთვლიათ სწორადაო
ერთსა სიტყვას არვინ იტყვის
ღირსიაო, ასე თქვაო

კაცსა თავი გედად მოაქვს
ქალი კუთხეს მიმჯდარაო
აღარა ჩანს არცა შველა 
და არც სუნთქვა მისთვინაო

ჭამა, სმაი და ქეიფი 
რაღა ქალის საქმეაო
ასე უთქვამს ვიღაც კაცსა
 ჭამაშია გაწაფულსო

თავს იწონებს და ეამა
შექებაი ოჯახისო
შენა ხარო პატრონ-მინჯე
ამა ხალხის მამა-მზეო

განა ორი ჩვენ არა ვართ
უგლისაგან ლოცვილიო?!
ქალი გქვიან, კაცი მქვიან
ყველა ერთნი კი არ ვართო

ესა ბევრის რეალობა,
ბევრის სალაყბ-საქილიკო
ნეტა რა აქვს სასაცილოდ
სამარცხვინოდ გაზრდილსაო

მაგის ბრალი რაღა არის
პატრონი ჰყავს უღიმღამო
თუ რამეა რაც არ იცი
არ მოჰკიდო ხელიაო

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი