აღარ მოგვადგა გამოღვიძება?!


ვერ გამოვსულვართ საბჭოეთიდან
გონებას ბინდი დაჰკვრია ისევ
აღარ მოგვადგა გამოღვიძება?
ანდა, სიახლის ლოცვა-ვედრება 

დაუტოვნია მას შავი ლაქა
არცა ხალხია ცდილობს გამოსვლას
რასა ლაყბობდა აბა ილია
თუარა ხალხის გაც-გამოცვლასა

ერთი ადგილის თოხვნა და თესვა 
კი ყვარებია ქართველსა ხალხსა
და ვერ ხედავენ საზღვრებსა იქით
მსოფლიოს წიაღს გად-გადმოშლილსა

ჯერ კიდევ შემორჩა ის ტრაგედია
ქალი კაცსა და ქალი ტანჯვისა
ვერ გაუგია ამა სოფელსა
კაცსა ტირილი მუდამ სჩვევია

რას იტყვის პეტრე და რასა პავლე
ამა წესებზე გავზრდილვართ ყველა
ამასობაში ყველა ჩვენგანსა
დავიწყებია თავისა რჩენა

ნუთუ ერთს მაინც არ გასჩენია
შეგრძნება ამა გულის მჩეხავი
რასა ვიქმნთ, რასა ვაპირებთ ხვალე
მოგვჩერებია ყვავი მჩხავანი

დროა ვისმინოთ დიდი პოეტის
დიდი ილია ჩვენი ბატონის
ვის დავუტოვეთ ჩვენ ეს ქვეყანა
უმეცრებისგან ნაკურთხოვანი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი