,,უმთვარეო ღამეები"


შუა ღამეს გავდივარ და ისევ ვეძებ ცაზედ მთვარეს,
ცაზედ მთვარეს, ღრუბლებს მიღმა ნაზად, ლეგად მონარნარეს.
ისევ ველი მისგან ნუგეშს, შენს ტკბილ სახეს ისევ ვეძებ,
ისევ ვეძებ გიშრის თვალებს, ნაზად, კრძალვით მოელვარეს.
​ისევ გელი გამალებით, ვუმზერ ცაზედ ბნელ ლაჟვარდებს,
მაგრამ ისევ ვეძებ ცაზედ მთვარეს, ნაზად მოტრფიალეს.
ვეძებ ცაზედ შენს ნათებას და...
ცა ბნელ ხატად მეხატება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი