მოსისხლისფრო ფოთლები
შემოდგომას, ნაშუადღევს, ნიავმა, ჩამოკრიფა მოსისხლისფრო ფოთლები, იმ ფოთლებით ცოტა ხანი იარა, ახალი თუშემდეგ მიწას მიაბარა გოდებით ისე ნაზად, თითქოს ეტრფის ვიღაცას, ისე ნაზად, თითქოს შენ აგონდები... აგერ ზოგი ავსებს ღვინით ფიალას, იმ ფიალით იხსენებენ წასულებს, შენ წარსულო, კვლავ ლამაზო ქვეყანავ, შენ ჩემს გარდა სხვა ვინ მოგინაკლულებს. იყო დრო, რომ რწმენა ენთო ცეცხლისფრად, ცეცხლისფერი იყო სვეტიცხოველი, სიყვარული თითქოს გაუფერულდა ახლა გულქვა გახდა თითქმის ყოველი. იმ წასულთა ხსოვნა რწმენად შემორჩა, ვინაც თავი სამშობლოსთვის გასწირა, ვინაც გულში საქართველო გაივლო, და ცოლ-შვილი მის გულისთვის დაწირა. აგერ ზოგი ავსებს ღვინით ფიალას, იმ ფიალით იხსენებენ წასულებს, შენ წარსულო, კვლავ ლამაზო ქვეყანავ, შენ ჩემს გარდა სხვა ვინ მოგინაკლულებს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი