თამარს


სადღაც შავ ტყეთა შრიალი მესმის,
ტოტები თრთიან, დადუმდნენ მთები,
ჩემი თვალები შენს სახეს ეტრფის,
და, გული მუდამ გაფრენას ითხოვს,
და სიყვარული მე სევდად მქარგავს,
და სიყვარულად ვიქცევი თითქოს.
მე შენთან ტრფობა გრძნობებში მკარგავს,
რომელთა ძალა ლაჟვარდებს იპყრობს,
სული მინავლულ ლექსად იქცევა
და ისიც მხოლოდ სიყვარულს იხმობს...

ცას ვაფრქვევ სიტყვებს, რითმად მჩქეფარეს,
მე, შენი სულით გადანარევი,
ცივი მდუმარედ ღამეს გაათევს,
უცხოდ, ღრმა ფიქრით გულ-დანალევი,
დაბინდულ თაღებს, მთვარე გაამხელს,
დაამშვენებენ ცას ვარსკვლავები,
მე ძლიერ მიყვარს შენი ხატება,
თმაში თაფლისფრად ჩანაწნავები,
წერწეტა ტანი, ვერ-საკარები,
და ეგ თვალები,  ცის სადარება,
"მე შენ მიყვარხარ და საქართველო,"
ყოფნას უთქვენოდ მირჩევ წამება.
"მე შენ მიყვარხარ და საქართველო,"
და ეგ თვალები, ცის სადარება...

სადღაც შავ ტყეთა შრიალი მესმის,
ტოტები თრთიან, დადუმდნენ მთები,
ჩემი თვალები შენს სახეს ეტრფის;
და გული მუდამ გაფრენას ითხოვს,
და სიყვარული მე სევდად მქარგავს,
და სიყვარულად ვიქცევი თითქოს!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი