სასაფლაოს გზა


გზა გრძელი, კაცი მიდის,
სულ მტვერი, სიცხემ იცის 
და ხის ქვეშ ჩრდილი, დიდი,
კაცი წვება და იცდის. 

კაცი გრილად შექმნილი,
ფიქრობს სულგატეხილი:
"რატომ ვარ დაწყევლილი?
რად მოკვდა ჩემი შვილი?" 

კაცი მივიდა, ტირის,
ის ხომ შვილია მისი,
სიმწრისგან გაჰყვირის,
არ სურს ხილვა მერმისის. 

ის მივიდა ბორძიკით,
უცებ შეწყდა ჭიკჭიკი,
გაისმა ხმა სასტიკი,
მოკვდა მამობის პიკი, 

შეასრულა მისი ფიცი,
შესწირა  სული ცივი.
და გარდაცვლილმა იცის,
რომ წინ არს გზა ხანგრძლივი..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი