უძლური სიტყვა


ძლიერი, ლამაზი სიტყვა,
უთქმელია ნაზი რითმაც,
უძლურია რამე ვინც თქვა,
უზრუნვია ღამე ფიქრსაც: 

ძლიერი, ლამაზი გრძნობა,
უთქმელია, ნაზი ტკბობა,
უძლურია წამით თრობაც,
უზრუნვია ღამის მგოსანს, 

ემოციას გამოხატავს,
მაგრამ არა  რამე ფრაზით,
წარმოგაჩენს, გამოგსახავს
მთელი სახით, მთელი არსით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი