ლანდი მეგონა
შენზე ფიქრი ვახსენე ყველგან და ყოველთვის, მაგრამ, რა ვქნა, შემოხვედი ჩემს გონებაში, მოლოდინში ვარ, ნათქვამი შენგან მომენტის, ვიხილო თვალი, ჩაფლული გულთა მონებაში, პირობაც მოგეცი, დავწერო კიდევ ერთხელ, წაგიკითხო თავად და ვნახო შენი სახე, კაპასის თვალები აღვწერო ისევ ერთ დღეს, იქნებ ღიმილმაც დაჰკრას რომ შემიფასებს. და თუ შენს ლოყას, ჩაჩქმეტილს, კიდევ ვიხილავ, წარბ-წამწამს, რომ ვამსგავსებ ჯარისკაცთა წყობას, თითებს პატარას, სახეს ნარნარას, ხიბლიც მკლავს, მაგრამ ავიმაღლებ საუკუნოდ განწყობას. პირველად ვიფიქრე, არ არსებობს, ლანდია, მეორედ, თურმე ნაღდია, საოცრებაა, სასწაულისაც ვირწმუნე, რაღაც ფანდია, ეს ლამაზთვალება გულის აოხრებაა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი