პასუხამდე
და თუ კი მე ვუცდი პასუხს, კის ან არას, თან შეკითხვა არც დამისვამს, ვიგულისხმე, შეხვედრის თარიღის დადგენა, ვისთანაც, მიჰყავს ჩემი გონება მისკენ გულის ხმებს. შეიძლება კითხულობ, ვერ ხედავ რითმას, არ მოგწონდეს ყველაფერი, ზოგი სიტყვაც იყოს დაწერილი, გაწერილი, ვინც თქვა ამ წერილით აღწერილი, გულის რიტმსაც უწოდებდე ჩემს დიდ უნიჭობის ზეიმს, მაგრამ იცოდე არ ველი რამე ხეირს, და ნუ მომიწყობ სასამართლოს, სეიმს, შენ თვითონ მეჩვენე, ნუ მიჩვენებ სეირს. თუ კი მზე ამოდის აღმოსავლეთიდან, ის სხვა მზეა, ჩემი მნათობია რუსთავიდან, სილამაზის ჩანჩქერს გადმოავლებ მთიდან, ყველა მდინარე იწყება რუს თავიდან. იმ დღეს ტყუილად არც მიხსენებია მგონია, თან ამ მდინარეს რომ დაჰფრენს ის თოლია, ამ სამყაროში ყველაფერს მისი გონი აქვს, არ ვარ დავითი, დავამარცხებ გოლიათს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი