ლამაზთვალება


ლამაზთვალება დამდევს ფიქრთა ხატებად,
თამამ ცვალებას ვარქმევ სხივთა ნათებას,
თამაშ-წვალებას ვარჩევ სიტყვათმატებას,
თანაც თავნებას ვაფქრვევ რითმსა საქებარს. 

მაგრამ, თურმე ლექსი არსამყოფელია,
ეს ვარდიც მეორედ არსაცნობელია, 
თან ფოტოს არ აგდებს, არდამთმობელია,
მარტივად განაგებს,  არ სცადოთ ბედია. 

მე მაინც მივილტვი, ტანჯვა ვერ მაშინებს,
რთულია, მაგრამ ეს თვალები მანიშნებს,
და სანამ მზერას ტყვიასავით დამიშვებს,
ტოვებს დიდ იარებს, სიტურფის სანიშნებს. 

ბევრი ვიფიქრე, სიტყვა რა მოუხდება,
ირგვლივ ყველაფერი ჩუმდება, დუმდება,
თან ლოყაც ექჩმიტება, დადის, უხდება,
ღიმილიც ლამაზი აქვს თავისუფლებას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი