თავის გამოჩენა


და მე რომ ვიცდი, თან არ არის პასუხი, გარბის დრო,
მენგრევა მზაობა დადებითი უკუკავშირის,
და მე ხომ ვიცი, თანაბარ ვის, რას ვუცდი. გამისწრო.
მე ვნერგავ გზას, წყობას, არსებითის, ჩუმჩუმ განცდილის 

გადმოსაცემად საძიებელი გზების მარხილის.
და ისტორიის მასწავლებლის სახელიც არ ვიცი,
იცი ჩემი ფიქრები მის მიმართ, მტრების მხარს ხსნილი,
ეგოისტი ვარ, უცნობის ზიზღს, რომ არც კი განვიცდი. 

ამ ბოლოს რომ რაღაცა ტექსტი ვწერე აბდაუბდა,
შენ რომ უცნაურად მკითხე, "თავი გამოიჩინო?"
მე ისევ მიკვირს, კაპასობით ეგრე რად დაუდგა...
თან იქნებ შენს ძიებაში თავიც აღმოვიჩინო. 

თუ ვერ გავიგე სწორად, სულ არც იყო კაპასობა,
შეიძლება მეც ვერ გადმოვეცი სწორად სათქმელი,
იცოდე ასე ხშირად ემართება თანაც მგოსანს,
თან ხო იცი შენთან სახელი რომ აქვს განსათქმელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი