არიადნეს ძაფი


სახელების დარქმევა ჩემი ჰობია,
ამ ხელების დაკარგვა ჩემი ფობია. 

დავირქვი ლეგენდა, შენ ლამაზთვალება,
დროის სვლა შენელდა,  ვძლევ ათას წვალებას. 

ადრე ვფიქრობდი კვალის დატოვებაზე,
ახლა ცისფერი თვალის სატკბო ვნებაზე . 

არ მინდა დავრჩე წარსულის მოგონებად,
მომავლად ვარჩევ ამ სულის  მოწოდებად 

გახდე ჩემი არიადნე, მომცე ძაფი,
თორემ დავიკარგე, გრძნობა რომ მცემს  მძაფრი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი