ჩემს სახელში ჩემს სახეს უნდა ვრგავდე მტკიცედ


შენ მითხარი, რომ არ დაწერო მეტი სატრფიალო,
არც ვწერ. არ მინდა ემოცია თავში ვატრიალო. 

გამოვუშვა უნდა, დავიცალო ბოლომდე მინდა,
სხვა თვალი არ არსებობს, მაქვს მხოლოდ მე წმინდა. 

გული, გონება, სუფთად! ლექსზეც მაქვს მე უარი, 
რთული ცხოვრება მუდამ! რად დამაქვს მემუარი. 

მარტივია წერო, მარტივად  მოიტყუო თავი,
მარტის ნიავს ველოდო, საქმე  გვქონდეს მოურთავი. 

გხედავდე, ვიწვოდე,  ვიგებდე, მაგრამ ბოლოს რისთვის?
ვბედავდე, ვიცოდე, ვიღებდე ნარგავს, მხოლოდ რისხვის. 

შეიძლება ვინმეს შემადარო, თან ვგავდე კიდეც,
მაგრამ ჩემს სახელში, ჩემს სახეს უნდა ვრგავდე მტკიცედ. 

რაც არ უნდა დავირქვა, ან ვისაც არ უნდა მადარონ,
იმ წამს მოვკვდე ჩემი არსით სხვისი სახე ვატარო. 

რისი თქმა მინდა? არ ვიცი. და რა გრძნობას განვიცდი?!
მარტო ჩემი ნება რომ იყოს,  საუკუნოდ დაგიცდი...


მაგრამ ვხვდები, მოცდა რას შველის,  რომ დადგეს საშველი,
თან ფუჭი  ცდაც უმწეოა გახსნას გულის სარქველი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი