სიჯიუტესთან უძლური


კვლავ ვწერო? და აზრი? რისთვის? ვისთვის? 
სიჯიუეტეს ბოლოს რა მოაქვს?
ვერ შემიბედია სიტყვა  მზისთვის,
უმალ რომ განაჩენი გამოაქვს. 

გახდი ბარათაშვილი,  ეს  ბრძანა,
ანდა საერთოდ წერეო სხვისთვის, 
და შეუცნობია ეს ქვეყანა,
მარტივია გადმოფრქვევა რისხვის. 

ეს იცოდე, გულს რომ ადებ  ბოქლომს,
რომ მოითხოვ, სხვაზე ლექსი  ვერც ვთქვი
რადგან კაცი დაინახავს ოქროს,
იმ წამსვე თვალში ფასს კარგავს ვერცხლი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი