უთავო აზრები
აზრები უთავო, თითქოს მაინ რიდი, ვათამაშე მხედარი და პაიკს ვცვლიდი, არც ისეთი მორცხვი, მაგრამ მაინც რიდი, არც ვიცი, სითამამით გზა საით მიდის. სიტყვა ყველგან მიდის, თითქოს ლაზიერი, ნაღდად კოლხი, მაგრამ არა ფაზისელი, რითმა ნაზი, მღერის, თითქოს ლაზი ერი, თუმცა ყველას ცელავს ბასრი ბრაზის ცელი. თან ვითამაშოთ, გავხსნათ ბნელი გონება, არასწორი სვლა, ქიში, მეფის ცხონება! რა სინათლე?! შავი ხვრელი შთაგონებად, რჩება ადამიანი რიგით ცხოველად. მორჩა წამი, თუ აზრები გამოვუშვი, ზღვისფერ ოქროს მიამიტად რომ ვუცდი, მე რომ შეცდომათა ღუზა ჩამოვუშვი, გეგმების კიბიდან მაშინ ჩამოვცურდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი