ამ დარდების მრავლის სიტკბოს...
კრუგერს ეცინება, როცა ვფიქრობ რომ ვარ გენიოსი, ნუ ბევრს ეწყინება, ცივი რომ ვარ, თითქოს ესკიმოსი, აზრთა ჩანაცვლება მიდის, როგორც ერთ დროს გენი ოსის, იქნებ გალღვეს გონებაც, თუ გადმომხედავს ჰელიოსი. მე რასაც ვგულისხმობ, შეიძლება ვერავინ გამიგოს, გოგონამ შეიძლება ოცნების კოშკებიც ამიგოს, მე კი რომ დავინახო, მივესალმო ¡Hola amigos! ბოლოს მე ვარ კლდეზე, მეგობრულად მიწოდებს ამიკოს. მაჯამებით ვაჯამებდი ნაჯაფები, რაც კი იყო, თან წამებში ვაწამებდით დაწამებით ბრალის, თითქოს გადარჩენილს რაც დარჩების, გადაშენდის, განძს კი ვიყოფთ. რადარებით ვადარებდი ამ დარდების მრავლის სიტკბოს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი