გონების განმფანტველი
მე შენს გონებას, როცა მომინდება, მაშინ გავფანტავ, დღენი გროვდება, მოცდა-მოთმინება დაგშლის, დაგფატრავს. ზღაპრების არ მჯერა, თაროზე შემოვდე ანდერსენი, უჩვეულო ჭირი შეგეყარა? ექიმს ანდე სენი. რომ იცოდე, ზოგჯერ გულის ფეთქვაც უნდა დაითვალო, რომც იწვოდე, მორგებული გეთქვას, თუნდაც დაიბრალო. მაინც რამდენ გრძნობას განიცდი? ემატება წამს წამი, თან თამაშში მარცხზე უარესია სველი წამწამი. და სანამ გაისვრი, ჯერ კარგად დაფიქრდი, ვის უმიზნებ, თუ არა გაისვრი ხელს მის წმინდა სისხლში, ვინც უვლის ზნეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი