ანათე


ჩემი ნახვა უნდა გიხაროდეს,  როგორც  დანამატი,
ენა მჭრელი ვოლფრამივით, ვერ მედრება დანა მათი,
ყველას ეგრე თუ იზიდავ, გამოდის ხარ ანდამატი,
ცეცხლო, ანათე, რა მიდის ჩემი, შენი ანდა მათი. 

შემომხედავ, გავიწყებ ყოველ სევდას შენი დღენისას,
თხოვნაა არ გამიწყრე, იმ დღეს ვერც ვთქვი, შებინდებისას,
გამიხარდა და თან მადლობელი ვარ შენი ძღვენისა,
და მინდა ჩემი სახით ნდობა გქონდეს შეგირდებისა. 

მომავალში არ ვიცი რა იქნება ნაბიჯი შემდეგი,
მაგრამ სურვილი მაქვს, რომ შევქნა არა ერთი შედევრი,
ერთი ვიცი რომ ყოველთვის ვერ გაამართლებს შედეგი,
მაგრამ ყოველთვის ახლოს იქნება, თუ ლექს სახეს შენებრს ვგვრი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი