დამნაშავე


მე რომ მთვარე ვარ და ვანათებ ღამითა,
მადლია მზის სხივი რომ აღწევს ჩემამდე,
მაგრამ ვარკვლავს თუ ვაწყენინებ რამითა,
დამსჯის, გავსამართლდები განაჩენამდე. 

მაგრამ მე კიდეც ვიქნები მადლიერი,
თუ კი მომესჯება შენთვის ერთგულება,
მომიტევე ქცევა ჩემი კადნიერი,
ორნი ერთად გარდავიქცეთ ერთბუნებად. 

თვალთა როცა ვხედავ,  სათნოს, ფერად-ნაზსა, 
ვიწვი, მცხელა ანუ სულთა მეხუთება, 
შენი ბრაზი ჩამოუვლის ბნედად ტანსა,
შენზე ლექსად ფიქრი გულსა მეხუტება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი