"იოს ცნება"


ნეტავ შენს ქებას პირველ როდის მივმართე,
და როდის შევნიშნე შენს ტანთა სიმარდე,
გვქონოდეს იმის ძალა, იმის სიმარჯვე, 
რომ ყოველთვის შეგვეძლოს გვეთქვას სიმართლე. 

შენ ცხოვრების ჩემს გზაზე რომ გადმოხვედი, 
დაბნეულს, მძიმე მერგო შენ გამო ხვედრი,
რომ მაბნევ ზურმუხტისფერი გამოხედვით,
თან ეგეთი კარგიც როგორ გამოხვედი?! 

მეოცნებემ დაინახა, იოცნება,
მზისა სხივთა მოფენისთვის ილოცებდა,
მთვარემ მზე  იხილა, თვალთა იოცებდა,
შეიყვარა, და დაარქვა "იოს ცნება".

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი