კოხტა
სიმკაცრის გეშინია? მაშინ მერიდე, წიგნების თაროზე პოპინსი მერი დევს. კოხტა ხარ, ვით შვეიცარიის მერიდე, ლამაზ ყელზე შემოგახვიე მე რიდე. ბევრს ვლაპარაკობ? ასტკივდა კოხტას თავი, ჩაიშალა შეთქმულება კოხტასთავის, მე ერთი ბიჭი ვარ, ცოტა დარდიანი, თაფლი გადმომევლო? ცოტნე დადიანი. მე აღვსდეგ და დარდი გავატანე არაგვს, და მარიამ, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა გერქმევა, მარი ან თუ ანეტი, მხედავ? თავს კარგავ? მარი ანტუანეტი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი