რიწა და ფარავანი
რა ვქნა, ლექსების წერა მიყვარს ძალიან, შექება სატრფოსი, თვალად თუ თმა-ღერად, შენთვის სიტყვას უფასურს გავხდი ფასიანს, თვალებმა სიყვარულისა რომ მამღერა. მე შენი ყოველი ნახვისას ბრმად ვრწმუნდები, მხოლოდ შენ რომ გიხდება ფერი ნარინჯის, თუ კი აქამდე ყველაფერში წუნს ვდებდი, კრიტიკოსს მეშინია ჩვენი გამიჯვნის. ვიცი სიყვარულს უნდა მოცალეობა, რომ იყოს გრძნობა ნაკლები მონატრების, ერთმანეთს გავუგოთ, გვაქვს მოვალეობა, გადარებ რიწას და ვხდები მონა ტბების. და რომ შენი თვალების სიღრმეა რიწა ჩემი რითმების მარაგი — ფარავანი, და წვიმის გარეშე იბზარება მიწა, ვით უშენოდ ჩემი გულის გალავანი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი