მელანქოლია
ერთი კაცი ვარ, ვისაც მუდამ დამსდევს მელანქოლია, ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ სიმშვიდე მელანს ჰქონია, მსურს მქონდეს ტკბილი აწმყო, ვით ყურძენი მელას სდომია, რომ მეკითხები, მეც არ ვიცი ვინ ვართ და მე რა მგონია. მიწაში ფესვების გარეშე გაიზრდება განა ხე? სიყვარულით ავმაღლდეთ? სიყვარულის ნერგი განახე მსურს, რომ ჩვენი ურთიერთობა უკეთესით განახლდეს, რომ ჩვენს უმაღლეს გრძნობებს სიწმინდე, სიწრფელე თან ახლდეს. და რა ვქნა რომ ბევრი უცნაური რამ მახასიათებს, თითქოს მშვიდი, თუმცა წამებში ვიცვლი თან ხასიათებს, როგორ გაშალოს გულმა ფრთები, თუ კი მას ხავსი ადევს? მიყვარს წმინდა გრძნობა, სადაც უწმაწური, ხამსი არ დევს. მიყვარს უცხო ადგილებში ხეტიალი, სეირნობა, თუ არ მომყვები შენი ნება, ასეც შეიტყობდა ფიქრს შენი გული, ჩვენი პულსი ერთ ცემად შეიკრთობა, თუმცა მსურს შენს თვალთა ხილვა, სილაღე რომ შეიგრძნობა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი