ბადრი მთვარე
ცეცხლო, გაქვს ლოყები სავსე, როგორც ბადრი მთვარე, თვალები რომ გაქვს ფერად-მწვანე, ზურმუხტისფერი , შენთვის მოძღვნილი ლექსები, რომ ვერ დავითვალე, მე უნიჭო პოეტი, შენზე სულ მუხტით ვმღერი. მუდამ დაშუშხული, შენი პატარა თითები, შენი ტანი დაშაქრული, ლამაზი ლერწამი, "მიქმიან ხელად", ვით ნარინჯისფერი ტიტები, შენით ვაჩერე ანუ დავიჭირე მე წამი. რომ იღიმი, ნათელი ედება არემარეს, რა ვქნა რომ მიყვარს თამაში შენი თმის კულულით, ცეცხლო, შენი გული მე მომეცი, აქვე მანდე, რა ქნას, შენზე რომ გიჟდება ულვაშა გურული
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი