არ-შემდგარი თუ ვერ-შემდგარი პოეტი


მოდი, ვერ თუ არ-შემდგარ პოეტს გაგაცნობთ,
დიახ მართლაც რომ გახლავთ მეტად ჯიუტი,
ზოგჯერ უკბილო ხუმრობითაც გაგართობთ,
შესაფასებლად არ სჭირდება ჟიური. 

უყვარს თორმეტმარცვლიანი ტაეპები,
უყვარს რთულ-ქართული სიტყვებით თამაში,
მის ჩახლართულ სქემაში თუ გაებმები,
მის რთულ ხასიათს ნუ კი გარევთ ამაში... 

უყვარს არაფრის კეთება და თან ფიქრი,
მაგრამ ზოგჯერ ფიქრების გზა უსაზღვროა,
და დაკარგულს ვერ უპოვია თანრიგი,
რომ ფიქრი უოაზისო უდაბნოა. 

ცდილობს ყველას და ყველაფერს გაუგოს,
მაგრამ რომ არ ესმის საკუთარი თავის,
რომ სატრფოს ოცნების კოშკები აუგოს,
რომ გადაარჩინოს აბრაამის კრავი... 

ცდილობს ყველას და ყველაფერს გაუგოს,
საერთოდ ყველას, ვინც უყვარს, და ვინც კი სძულს, 
მის გარშემო ყველას რომ ფეხი აუწყოს, 
სხვის გამო თავისას დატოვებს მიკინძულს,


არადა ამბობს რომ  არის ეგოისტი,
არა, უბრალოდ კარგი უნდა რომ იყოს,
ცუდის განდევნით ვერც გახდა ეგზორცისტი,
მაგრამ ცუდსა და კარგსა, მაინც დრონი ჰყოფს. 

მას გულში თან აქვს ბოღმა, ზიზღი და ბრაზი
თუმცა მას ამ გულით  დააქვს სიბრალული
უვიცობის უმწეობით დანაბზარი,
ამ სამყაროს ვერ-შეცნობის სინანული. 

მასში შეგიძლიათ იხილოთ სინათლე, 
თან მის გონებაში იხილოთ წყვდიადი,
მან იცის ერთი სულ პატარა სიმართლე, 
რომ მცირე იქნება, რომც გახდეს დიადი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი