ჩემი ცხოვრების ფილოსოფია
არც ვიცი რა არის ჩემი ცხოვრების ფილოსოფია, თავის ძიება? ბევრი ფიქრი? მარტივს ჩაჭიდება? მაგრამ როცა არ-შემდგარი პოეტი ფიქრობს, ომია! თუ კი მაჩლუნგებს ჩემს გონებას მშვიდობა არ სჭირდება! ერთი უბრალო, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, მაგრამ უბრალოდ ვერ ვიქნები, რადგანაც არ ვარ წმინდა, ზოგჯერ სახე-მომღიმარი, მაგრამ თან დარდიანი ვარ. სხვამ შეიძლება ვერც გაიგოს არსი ამ ქარაგმიდან. და გამართვა რად მინდა, თუ გადავეშვი ქარაფიდან, რომც გადავიქცე მწერად, ეს ვერ იქნება გარდასახვა, სიჩუმეა, ძაღლის ყეფაც აღარ ისმის ქარავნიდან, თანაც სიბნელეა, მზესაც ვეღარ ვხედავ , განა სხვასა... რომ გავნათდე, გავნათლდე, განა დღეს გადავრჩე, რა დამრჩეს?! ფიქრია ზღვა, გზად მელანი მხვდება, აზრი აღიქმება... განა ჩემს განაჩენს რა აჩენს? დანარჩენ სხვას რა არჩენს... მითია სხვა, ყველანი კვდება, მით არსი აღიგვება. მაგრამ, თუ კი არსებობს არსი, თუ კი მაქვს იმედი, რომ ოდესმე დავინახავ სინათლეს, გავიგებ სიმართლეს, ვნახავ, რომ გარდასახვის უმაღლეს წერტილთან მივედი, მაინც ვერ გავაღვიძებ იმ ცნობიერს , ვისაც სძინავს დღეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი