დიდების კვარცხლბეკთან


სიდიადით ვარ მცირე და ჩემი სიმცირით დიადი,
თვალს ვახელ, თვალწინ მეშლება თვალუწვდენელი წყვდიადი,
ვხვდები რა აზრი აქვს რომ ვიყო ყიფი ანდაც ზვიადი,
რითმებით უკიდეგანობას ვიცი გადავიარდი.

მცურავს ხელს ვერ შემიშლიდა ტალღებად ფიქრთა მორევნი,
მფრინავს, ოცნების ღრუბლებში დაკრგულ სხივთა მპოვნელი
,ცოცხალს ვერ შემაჩერებს სიკვდილი, აღდგომას მოველი,
მკვდარსა ვერ დამაკავებს სიცოცხლე, დროისა მთხოვნელი.

იმდენად ვარ თავმდაბალი, რამდენადაც ვარ ამაყი,
გარშემო ყველაფერი ფუჭია, ვით წყალი ნანაყი,
სიბრმავეა ყველაფერი რაც არის თვალით ნანახი,
უნახველადაც ვხვდები, რომ ვკვდები სიცოცხლეს ნანატრი.

სურვილი მქონდა მეფობის, უნარი მქონდა მე ტრფობის,
ალერსით ვწერე მე სტროფი, ამ ლექსით დღესვე გეტყოდი
ალესვით ვერსებს, მე თრობით ალგეთის ლეკვებს ვებრძოდი,
წყურვილი მქონდა შეცნობის, უარი მქონდა შენდობის
.
როცა სოფელ-ქალაქს არ შეეძლო, შედეგს დაბა დებდა,
ვერც ვიფიქრებდი, ტრფობა თუ პოეზიას დაბადებდა,
რითმულ სიტყვათ წერით ათას ერთი ღამე დამათენდა,
სიზმრიანი ტკბილი ღამეები მარტოდ დამათეთრდა.

პოეტს მეფობა თუ  არ მსურს დამარქვით რატომ გრძნეული?
მართლაც მინდოდა ვყოფილიყავ ყოვლით გამორჩეული,
პირველობას თქვენ გითმობთ და დამტოვეთ მარტოდ ეული,
არ მინდა შევდგე კვარცხლბეკზე დიდებას გამოქცეული

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი