შიშის პირისპირ
ჩვენში თუ არის სული ღვთისა, მაშინ, რად გვაქვს გული ქვისა?!გვჭირავს ბასრი ცული კვლისა და გვამონებს ფული წვისა! რომ სისხლში გვსვრის პირი ბასრი და გვაშინებს სულის დასვრით, ცოდვის მძიმე, მწარე არსი, მიაქვს ჩემი მდარე აზრი. თუ მქვია თავის უფალი, მაშინ რატომ მაქვს სულ ვალი?და რად ვართ მუდამ მწყურვალი? რატომ გვსჯი ცრემლით მხურვალით? შეცდომა ვყავი განდგომითა, ვერ დაჯერებით აღდგომისა, მეშინია ნახტომისა სამსჯავროზე წარდგომისა! ურწმუნოებით დავმარცხდი? მე ჩემს გონებას ვერ გავცდი, ბოდიში თუ კი ამ მარცხით სამოთხის შანსი წაგართვი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი