.......
გადაკვრია ზღვისფერ ფიქრებს ქვიშის ცხელი სილუეტი ოცნება კი ტალღებს მისდევს წამით თავთან იტყუები.. ღვთაებრივი შერწყმა სივრცის მშობიარე დაისის მზე ახლა ცის და დედამიწის იმყოფები შენ საზღვარზე ატორტმანებს ქარი ტალღებს სხივთა გამა მხარზე დნება თითქოს ცხადად დაინახე საკუთარი უკვდავება. ლაჟვარდოვან, მწვანე ზოლზე გაწოლილი შენი მზერა თითქოს ჩაწვდა ჰორიზონტზე გარდაუვალ ბედისწერას ჩაესვენა ღია ზღვაში სხივთა ბოლო ელვარება მშობიარე პეიზაჟი იალქანზე გამოება. მაგ თვალებს კი, ლურჯ საფირონს იდუმალი ახლავს ვნება და გაჰკივის სანაპიროს ეს გოროზი მდუმარება.. ხან რომ კი და ხან რომ არა ხანაც ცის და ხანაც მიწის და ჩაძირულ ცეცხლის ღადარს უკვე უჩანს დასაწყისი.....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი