ავტოპორტრეტი
როგორც ერთია ქვეყნად პოეტი ერთი ღვთაება, ერთი ლოგოსი წარმოგიდგინოთ მინდა პორტრეტი მე - არ შემდგარი ფილოსოფოსი. და მორიდებით თვალისფერს ცისფერს ( თვალები არა უფრო ფიქრები ) თუ კი შეამჩნევთ პოეტის იერს სულ სხვანაირად განარინდების. და თუ იცანით გრძელი თითები ზოგჯერ ნაპარი, ზოგჯერ ნაწერი ბევრის კუნთებზე ანაზვირთები მაინც ფიქრისთვის განაწამები. და გამოხედვა როგორც ანარეკლს.. თითქოს ჰორიზონტს გასცქერის ზღვაში თუ კი შეიგრძნობ შენში დანაკლებს ჭეშმარიტებას მდუმარე აზრში. და თუ მიხვდები რომ უფრო ადრეც რამდენჯერ ვმსხდარვართ ფიქრის კაფეში ვუზიარებდით ერთმანეთს დარდებს მივუყვებოდით აზრთა ქვაფენილს. თუ კი არ გჯერა დროსა და სივრცის და უკვდავებაც მხოლოდ მორგია თეთრი ცრემლები არჩიე სიცილს ჭეშმარიტებად ფსიქოლოგია. მაშ დამიძახე, ნუ მიმატოვებ თუნდაც მიხილო ქუჩის ბოლოში თუ კი შემიცნობ ვერ შემდგარ პოეტს ამ მდუმარების სამფლობელოში....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი