გადაღვრილი მირონი...
და რა ძალა აქვს გადაღვრილ მირონს?!!
ასე უსაზმნოდ ირევა დღენი
ცხოვრებით ვგავარ ფრანსუა ვიონს
ფიქრით კი ალბათ ვარ ესენინი
მაშ რა აზრი აქვს სახელებს,გვარებს
არა აქვს აზრი "ასაკს და წონას"
და ჩემში მცხოვრებ ტერენტი გრანელს
კვერი დაუკრა ვერლენმა პოლმა
თეატრის დასში მონარგებ როლებს
და პერფორმანსთა ველურ სტიქიონს
მე სიმთვრალეში ვაღვიძებ ბოდლერს
სიშლეგით ვგავარ თვით გალაქტიონს
არა აქვს აზრი ამ საშიშ სევდას
ან ვინ დაგავოს ქვიშაში მტვერი
სიხარულამდე ხომ "მოდის წყენა"
ამას მე ვამბობ აპოლინერი
და არ იდარდო თუ ვერ გაგიგო
შენ სულო ჩემო დნები იგავად
ამას გვასწავლის ვგონებ ჰაიკუ
უნდა დაბადო შენც ისიკავა
ბევრი ვერ ხვდება, ამიტომ უკვირს
რად ეხიდები შენ ჩრდილებს ტყიანს
კბილი კბილის წილ ვეძახი პუშკინს
თორემ დანტესი დაგახლის ტყვიას
ასე რიტმულად ირწევა წლები
სუნი მაინც სდის,თუნდ დაღვრილ მირონს
სხივის ბოლოში ვხედავ ემილის
ეს მე მეძახის ფრანსუა ვიონს
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი