Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_748or5c3kfmlb6bkmde32uogav, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
რას ვიფიქრებდი - ირინა თოფურია | პოეზია

რას ვიფიქრებდი


რას ვიფიქრებდი სიყვარული ასე ბრმა იყო,
დამიმონებდა, მომიცავდა მთელი არსებით,
მე არ მეგონა, თუ ეს გრძნობა ასე შემცვლიდა,
შევიყვარებდი - მზერით, სმენით, გულით, გონებით...
რას ვიფიქრებდი სიყვარული ასე ბრმა იყო,
მივენდობოდი...მის არსებობას დავიჯერებდი,
ოცნებებს, გრძნობებს მიუწვდომელს და ფარულ ვნებებს,
დავინახავდი ამ სიყვარულს ნაირფერებში. 
რას ვიფიქრებდი სიყვარული ასე ბრმა იყო,
ვერ შევამჩნიე რომ ამ გრძნობას ბოლო მოეღო,
ვისზეც ვანთებდი სიყვარულის ალისფერ კოცონს, 
თურმე მას ჩემი ატანაც კი აღარ შეეძლო.
2007

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი