Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_b18hs7389m2uv9rsl985tk60bo, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
წვიმის მელანქოლია - ირინა თოფურია | პოეზია

წვიმის მელანქოლია


ციდან წყდებიან წვიმის წვეთები, 
მე შენთან მინდა - შენ კი ვერ ხვდები...
ჩემს ფანჯარასთან ნიაღვარია,
მე რომ მარტო ვარ...შენი ბრალია.
ამ გაზაფხულსაც ისე ვატარებ,
რომ შენ ჩემს გულში კვლავ დაგატარებ.
წვიმის წვეთები ხომ ჰგვანან ცრემლებს?
თვალებს აწყდებათ...და მერე ხელებს.
ცა და ბალახი... ისე შორია
როგორც მე და შენ...ასე მგონია. 
ეს ყველაფერი შენ არ გჭირდება
ეს რომ შევიგნო გამიჭირდება.
მე ასაფრენად ფრთები შემჭერი, 
არც შენ გეგონა ფრენას შეძლებდი.
და სანამ ასე დავალთ ეულად...
ჩემი ცრემლები წვიმად ქცეულა.
ახლა დგახარ და გარეთ სველდები
რომ შენც მარტო ხარ...ამას ვერ ხვდები.
2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი