გაზაფხულია
გაზაფხულია...გაუღვიძია ლურჯთვალა ლამაზ იებს, ბუნებაც თბება ამ გაზაფხულზე, და შენ ვერ გაპატიებ? ვერ გაპატიებ? - მე იმ სიცივეს, ზამთრის სუსხში რომ გალღვა, თუმც გაზაფხულმაც ვეღარ გიშველა, და თავს ზამთარში მალავ. ახლა აპრილი რიგში ჩაგვიდგა, მარტის გაგდებას ცდილობს, მარტი ჯიბრშია და თებერვალზე კვლავ მონატრებით ფიქრობს. აპრილს მაისი უდგას მეგობრად, მარტი დაკარგავს ძალას, ბუნებას თავის კანონები აქვს, დათბება...მარტიც წავა. ისე აპრილი რომ დადგა შარშან, მაშინ ვიგრძენი რაღაც, რაღაც და ვიღაც...ვიღაც და სადღაც... გულშიც ისეა ახლაც. გაზაფხულია... გაუღვიძია ლურჯთვალა ლამაზ იებს, შენ მოსვლა გინდა, მაგრამ ვერ ბედავ... გაბედე...გაპატიებ. 2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი