ზღვის სანაპიროზე
მე წავალ მოლბერტით, ზღვის სანაპიროზე... ტილოზე დავხატავ ცას, მთას... ზღვას - შენს თვალისფერს. თუ მოხვალ - ნუ მკითხავ, რად ვხატავ ცას და ზღვას, ნახატი უკლებლივ გიამბობს ყველაფერს. მიხვდები მე რატომ არ მინდა ვინმე სხვა, შენამდე ვინც იყო... ხსენებაც არა მაქვს... ნახატი გიამბობს, რომ ყოველ ადგილზე, ტილოზე ხატიხარ: ცად, ზღვად, მთად... ყველა(ფრად)...ათას(ფრად)... თუ მოხვალ, მივხვდები ლოდინად მიღირდი, უთქმელად გავიგებ: რომ უკვე ჩემთან ხარ... ნეტავ შენ რომ იყო ჩემსავით მხატვარი ჩემს თვალისფრად... სულ მწვანედ...მორთავდი? ცას, ზღვას, მთას??? 2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი