უსათაურო
მე ვწერ სტატუსებს, მოთხრობებს, ლექსებს, შენ კი კითხულობ... ჰოდა რა...მერე? წიგნებად ვკინძავ, შენთვის დაწერილს, სიზმრად ნანახს და ჯერ ვერ ახდენილს... შენ გული არ გაქვს, ვერაფრით გითბობ მზერასაც თითქოს აცივებ სადღაც... ასეთ სიცივეს ნეტა რად გითმობ თითქოს ჩემთან ხარ და უფრო არ ხარ... ვწერ და იკითხე... ვხატავ და ნახე... გეტყვი - მომისმენ... მოვალ და მნახავ... მაინც ვხმაურობ და ვერ ვჩერდები, რატომ არა მწერ, რისთვის მსჯი ასე? ამიმღერდი და ამიმეტყველდი... რომ ვერ გელევი ნეტა ვერ ხვდები? სანამდე დავწერ შენ წაიკითხავ... რომ მივატოვებ- რატომ? - ნუ მკითხავ.... 2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი