შენი ბრალია
შენი ბრალია ეს ახირება, შენი ბრალია... ამდენი ლექსი, ჩანახატი, კიდევ რომანიც... ამონარიდიც...ნახატები რაც მაბადია, გკითხავ:- ძვირფასო, თავი შენი ამოიცანი? შენი ბრალია ზოგჯერ ჩემი მოწყენა, სევდა, მიზეზი არ მაქვს, არც მაწუხებს აღარაფერი, და სიხარულიც...უმიზეზო, ღიმილით დამაქვს, და ასე ნელა იწურება ეს ერთი წელიც. ახლა არ მინდა, ამ ყველაფერმა გადამიაროს, როგორც მოვიდა ეს ნიჭები, ისე წავიდეს... ყველაფერი ხომ მერე შენთან გადმობარგდება, შენც მოიკიდებ, სადაც წახვალ...სულ თან წაიღებ. ვერ დაივიწყებ...შენ ვერ შეძლებ და ვერც გადაყრი... ვერც იმ შეხვედრებს ვერ ამოშლი, გსურდეს ძალიან... და მე რომ შენთან, ერთ საღამოს უბრალოდ გავჩნდი, ეს ხომ არც შენი...და არც ჩემი... ბედის ბრალია. არ გსაყვედურობ...მე პირიქით მადლობელი ვარ, შენთვის იქნება, რასაც კიდევ დავწერ, დავხატავ, და ახლა ვხვდები, მე რომ ერთ დღეს არ შემეძლება, ნიჭებთან ერთად, ჩემო კარგო...შენი დაკარგვა... 2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი