სევდიანი შემოდგომა
აი დადგა სევდიანი შემოდგომა, და კვლავ მოვა სუსხიანი ზამთარი, იმედია ამ ყველაფერს გადავიტან, სიყვარულით აღსავსე და გამთბარი. ისევ ისე მეტკინება ფოთოლცვენა, ისევ ისე შემაცივებს ზამთარი, და ამ გულსაც შევინახავ ისევ თბილად, გაზაფხულს რომ ჩავაბარო დავთარი. იმედია ისევ ისე მეყვარება, იმედია კვლავ დახატავს ფანქარი, იმედია გავაგრძელებ ისევ წერას, იმედია კვლავ დამინდობს ზამთარი. სევდიანი შემოდგომა შემობრძანდა, მინორებით შეიცვალა მაჟორი, და ზამთარი რომ დაუშვებს თავის ფარდას, სხვა გზა არ მაქვს, უნდა ვიყო ამყოლი. შემოდგომის ასაკში ვარ ამ წელს უკვე, თუმცა ჩემთვის გაზაფხული კვლავ არის, სეზონურად ზამთარს კიდევ ბევრს მოვიყრი, სანამ მოვა ჩემთვის ჩემი ზამთარი. და მე მჯერა მერეც ისევ მეყვარება, ისე ვეღარ შემაშფოთებს ზამთარი, თუმცა მაინც გაზაფხული იყვავილებს კვლავ ამ გულში...რომ ფეთქავს და რომ არის. კიდევ ბევრი შემოდგომა რომ დადგება, მას ფეხდაფეხ შემოჰყვება ზამთარი, სევდიანი...სევდიანი შემოდგომა... სუსხიანი...სუსხიანი ზამთარი... 2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი