არა მიშავს
მერე რა რომ ზოგჯერ მეც კი, სევდა მსტუმრობს, გული მტკივა, თუ მკითხავენ როგორა ხარ, ვეტყვი: კარგად, არა მიშავს. სევდა როცა მუზას უხმობს, და ოცნებებს დარდი ძირავს, მერე რა რომ ზოგი ამჩნევს, მაინც ვამბობ: - არა მიშავს... მერე რა რომ თუკი ღამით, ზოგჯერ მშვიდად, ლაღად მძინავს, სიზმრებშია ქაოსები... თუმცა ცხადში - არა მიშავს... მერე რა თუ მოლოდინი, მასულდგმულებს, არა მწირავს, ნაკლებს ვამბობ, არ ვწუწუნებ, ველი...და თან არა მიშავს... მერე რა რომ სულ ვიღიმი, თუმცა სულში მაინც მცივა, ზოგჯერ ვერ ვწერ და ვერც ვხატავ, მაინც ვიტყვი: - არა მიშავს.... არა...მე არ ვსევდიანობ მერე რა რომ ველი, მიყვარს... 2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი