ღამის მისტერია


აღარ მაძინებდა ღამის მისტერია, 
სხეულს მისერავდა რაღაც გამუდმებით, 
სულში იბუდებდა მკვეთრი ისტერია, 
ვთხოვდი დამეხსენი...ის კი იძულებით...
ყელში ჩავაფრინდი მერე უძილობას, 
თავში შემომაწვა ლექსის სტრიქონები, 
რითმად გაიშალა, გრძნობებს მოეკიდა, 
და მეც ემოციებს ისევ ვემონები. 
ალბათ მუზა იყო და არც ფრთები ჰქონდა, 
თითქოს ჩამომშორდა, ლექსი რომ ავაწყვე, 
ალბათ სადღაც ვინმეს ასე მოვენატრე, 
და არ მომასვენა, ვიდრე არ დავწერე. 
მერე დამაძინა, აღარ შემაწუხა, 
დილას შემახვედრა მშვიდს და დამწუხრებულს, 
შემოდგომის დამლევს, ზამთრის შესაყართან, 
ლექსი დამიბადა, მუზავ ყოჩაღ შენს გულს. 
აღარ დამაძინო,  როცა დაგჭირდები.... 
აღარ მომასვენო, სანამ არ დავწერდე...

2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი