ჩვენი სიმარტოვე
ჩვენი სიმარტოვე...სულს რომ მოგვდებია, სარეველასავით ტკივილით, თუკი ერთმანეთთან გზები აგვრევია, ახლა გვიპოვია ბილიკი... ზოგი მივატოვეთ, ზოგმა მიგვატოვა, ზოგმაც ვერ გაგვიცნო ბოლომდე... და ჩვენს ოცნებებს თუ დრომაც მიათოვა, მოდი სანამ კიდევ მოთოვდეს... მოდი მივატოვოთ ჩვენი სიმარტოვე, მოდი მონატრებაც შევშალოთ, სხვისგან ჩაკირული სარეველა, ახლა ერთმანეთით შევცვალოთ... მოდი დავარღვიოთ დუმილის კედლები, მოდი უკვე ერთად ვაშენოთ, მოდი ვისაც სჯერა ჩვენი სიმარტოვის... როგორ ცდებიან, რომ ვაჩვენოთ... მოდი მივატოვოთ ერთად სიმარტოვე... მოდი მარტოობაც წავშალოთ... ჩვენით ავაშენოთ, ჩვენით დავამშვენოთ ახლა უკვე ჩვენი სამყარო... 2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი