ჩვენი ფერები


ჩვენს თვალებიდან წამოსული
მეტასტაზები...
სულს მოგვდებია...
მოგვრევია...
ვერას გავხდებით!...

ჩვენი ფერები,
ეს თვალები - 
ორივე ღრმაა! 
ერთია დიდი ოკეანე, 
მეორე ზღვაა...

ან ერთი მწვანედ შემოსილი
მინდორ-ველია...
მეორე კიდევ მისგან შორი...
უძირო ცაა... 

და მაინც...
 ორი 💙💚
ეს ფერი და
ეს თვალები...
ისე ერთია....
მაგრამ სამყარო, 
მათი მზერის - 
ძალიან სხვაა...

2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი