Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_r123ke58as36u9f3gcdfiscdu1, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
ჩემს ჭიქაში... - ირინა თოფურია | პოეზია

ჩემს ჭიქაში...


"ჩემს ჭიქაში ჩატეულა წვიმა, 
წვიმა - ფერად, შენი თვალის ფერი, 
არც ყავაა, არც ჩაია - მიყვარს
ტკბილ-მჟავეა, მათრობელა, ცხელი.
ღრუბლებს იყრის შენი დარდებივით, 
წვიმად მოდის, შენი თვალის ფერით, 
ვეღარ შევსვი, რადგან ვერ შეივსო, 
ვერ შეივსო ჩემი ჭიქა შენით."

2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი