Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_un5pejq9ls9h8kfus75ueublqs, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
ზაფხულის ბოლო დღის ლექსი - ირინა თოფურია | პოეზია

ზაფხულის ბოლო დღის ლექსი


როგორც ამ ზაფხულის ბოლო ამოსუნთქვას, 
ვეღარ შევაჩერებ და არც შეჩერდება, 
რადგან გამიბრაზდა, რადგან განაწყენდა, 
ფუჭად შემოხარჯულ ზაფხულს მედავება.
ჩემი სურვილები ისე შემომადნა, 
ისე გამიქარწყლდა ყველა მოლოდინი, 
მე რას მემართლება, ჩემგან რას მოითხოვს, 
სადაც არ მელიან, იქ რას მივიდოდი. 
საათები დარჩა და ზაფხული წავა, 
ნაბახუსევივით ხვალ რომ გათენდება, 
ოქროსფერ ფოთლებში იქნებ დამიტოვა, 
ვალად დარჩენილი, ის რაც მემალება. 
ვეღარ შევაჩერებ...არც ღირს შეჩერება, 
რადგან შემოდგომა უკვე კართან დგება.

31.08.2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი