სამი შემოდგომა
სამი შემოდგომა უკვე შენზე მოლოდინით დადგა, სევდა შემოპარულ გულში, მაინც შენ ერთი- კვლავ მყავხარ. თბილად შემონახულ გრძნობას, ისევ შევახვედრებ ზამთარს, ნეტავ ჯიუტად რას გნატრობ, რაღას გელოდები ამ წამს. რატომ მიმაჩნიხარ ჩემად, მეიმედები და მწამხარ, არ მსურს დავიჯერო რომ...შენ ჩემი სიყვარული არ ხარ. რატომ მემალები როცა ჩემთვის შენ ყოველგან ჩანხარ, სამი შემოდგომა დადგა... სამი შემოდგომა აქ ხარ. როგორ დაგვიგრძელდა გზები, ცრემლი დამეკიდა წამწამს, სევდა შეეპარათ ლექსებს, ფერი აღარ ჰყოფნის ნახატს. სევდა შეეპარა შენს ხმას, ჩემთვის უსიტყვებოდ ნათქვამს, ეს მონატრება მგონი... უკვე სიყვარულსაც არ ჰგავს. შემოდგომის მისტერია... სადღაც მელოდიას ფანტავს, შენ კი აგრევია გზები... სამი შემოდგომა დადგა. 2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი