დეკემბერი
დეკემბერი რომ დადგება და ნოემბერს გააცილებს, გააყოლებს ჭრელა-ჭრულა ფოთოლს... მერე უცებ დაზამთრდება, ქარიც სასტიკი გახდება, ჯერ მთაში და შემდეგ ბარშიც მოთოვს. გაზაფხული მენატრება და მერცხლების სიჭიკჭიკე, გვირილებით მკითხაობა - გოგოს... მაგრამ ვიდრე ზამთარია, იანვარი...თებერვალიც... ნეტავ როგორ უნდა გავძლო, როგორ... 03.12.2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი