დაე...


დაე იყბედონ 
მავანებმა ქირქილ-დაცინვით, 
რომ ჩემს სიყვარულს 
მომავალი შენთან არა აქვს...
დაე ეგონოთ,
არ ვართ წყვილი ამ სამყაროსთვის, 
და რომ ლოდინში უსარგებლოდ
დრო ასე გამყავს.
მათ რა იციან...
ჩემო კარგო, რომ ჩვენ ოდესღაც...
ათასი წლის წინ...
ანდა თუნდაც ორი ათასიც,
ჩვენი სულები
ჯვარდაწერილნი რომ იყვნენ მაშინ, 
და რომ დავბრუნდით ისევ ერთად...
ამ ცხოვრებაშიც. 
ბევრი ახლაც კი ჩაიცინებს
ნება მისია...
პასუხი არ მაქვს...
ან კი რაღა ავუხსნა უნდა? 
ფრთებს რომ მაჭრიან...
დანარცხებას რომ მიპირებენ, 
ამას ხომ ვხვდები? 
ეს ყველაფერი მაინც ახლოს
არ მიმაქვს გულთან. 
ჩვენ არ გვჭირდება
არენაზე გრძნობების ფრქვევა, 
სანახაობად გადაქცევა ემოციების, 
დუმილშიც გვესმის...
დროში - დროთა უსასრულობის,
სამყარომ იცის
რისთვის გავჩნდით ერთმანეთისთვის.
მინდა იცოდნენ
არ მაშინებს წლების მატება, 
აღარც ის...თუ ვინ რას იტყვის
ჩემზე და შენზე...
ამ ცხოვრებაშიც 
შეგვახვედრა რადგან განგებამ, 
ჩვენ ერთმანეთთან, ერთად ყოფნით
ყველაფერს შევძლებთ. 

2021

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი